ბრაზილიის პრეზიდენტი - რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში, მაგრამ ეს მოხდა, ამიტომ, მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა, ავირჩიო მესამე გზა - მშვიდობის მშენებლობა
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, პორტუგალიაში ვიზიტის დროს გლობალური ჰარმონიის მისაღწევად უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს სამხედრო შეჭრა.
ლულა და სილვამ მანამდე თქვა, რომ უკრაინა ასევე იზიარებს ბრალს ომისთვის. ბრაზილიის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა კიევი გააღიზიანა.
ბრაზილიის პრეზიდენტს აქვს ინიციატივა, რომ სახელმწიფოთა ჯგუფმა, მათ შორის ბრაზილიამ და ჩინეთმა, უკრაინის ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის შუამავლობა იკისრონ.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ბევრად უკეთეს შედეგს მსოფლიოსთვის, თუ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარების გზის პოვნას. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთი არ უნდა შემოჭრილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა, ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა“, – თქვა ბრაზილიის პრეზიდენტმა.