ბრაზილიის პირველი ლედი მარსელა ტემერი პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში გადახტა და ძაღლი დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველმა ლედიმ ტბაში მყოფ ჯეკ-რასელ-ტერიერის ჯიშის ძაღლი დაინახა და მაშინვე გადაწყვიტა საშველად გაეცურა. მარსელა ტემერის დაცვის წევრი, რომელმაც ძაღლის გადარჩენაში მონაწილეობა არ მიიღო, სამსახურიდიან გაათავისუფლეს.
ინციდენტი 22 აპრილს მოხდა, როდესაც ბრაზილიის პრეზიდნეტი და მისი შვილი რეზიდენციის ბაღში სეირნობდნენ.
ბრაზილიის ლიდერის, მიშელ ტემერის ოჯახს ორი ძაღლი ჰყავს. ჯეკ-რასელ-ტერიერი, ზედმეტსახელად პიკოლი და ოქროსფერი რეტრივერი, სახელად თორი.