ბრაზილიის ჩრდილოეთით, ამაზონას შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიის ჩრდილოეთით, ამაზონას შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს.
დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. დაღუპულები ბრაზილიელი ტურისტები არიან.
ავიაკატასტროფა ბარსელოს პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრის მოშორებით მოხდა. გუბერნატორის ცნობით, რეგიონში ძლიერი წვიმაა და ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა, დაჯდომისას დაშვებული შეცდომა ყოფილიყო.