ბრაზილიის ჩემპიონობის შანსი 21%-ია, შემდეგ მოდის ესპანეთი - 10%
ბრაზილიის ჩემპიონობის შანსი 21%-ია, შემდეგ მოდის ესპანეთი - 10%

ცნობილმა კვლევითმა კომპანია Gracenote-მ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილეთა შანსები გამოთვალა და საბოლოო შედეგები იწინასწარმეტყველა.

დიდი უპირატესობით, ტურნირის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია. ამ გუნდის ჩემპიონობის შანსი 21 პროცენტს შეადგენს. დაახლოებით 10 პროცენტი აქვს ესპანეთს, 8-8 პროცენტი – გერმანიასა და არგენტინას.
ჩემპიონობის ერთ პროცენტზე ნაკლები შანსი აქვს ექვს ნაკრებს – კორეას, ნიგერიას, პანამას, იაპონიას, ეგვიპტესა და საუდის არაბეთს.

ჯგუფიდან გასვლის ყველაზე მაღალი შანსი ასევე ბრაზილიას აქვს – 90 პროცენტი. საინტერესოა, რომ ამ მხრივ, თითქმის ერთნაირი პროცენტი აქვთ საფრანგეთსა და პერუს – 69 და 68.

კვლევა ეფუძნება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გუნდების ძალთა შეფარდების მილიონობით სიმულაციას.