ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ათეული პირი.
ძლიერ სტიქიას რიო დე ჟანეიროში ებრძვიან. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ წყალმოვარდნა და გარკვეულ ადგილებში მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. პროფესიონალებთან ერთად სამაშველო სამუშაოებში მოხალისეებიც მონაწილეობენ.
ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის გამო, რიო დე ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად დაზიანებულია მთავარი საავტომობილო გზები. ასობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი.
ქალაქში დახურულია სკოლები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.