ბრაზილიაში სკოლაზე თავდამსხმელები ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეები აღმოჩნდნენ
ბრაზილიაში, სან-პაულუს სკოლაზე თავდასხმის ორივე შემსრულებელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი” ბრაზილიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა ბრაზილიის უმსხვილეს ქალაქ სან-პაულუ მახლობლად მდებარე საჯარო სკოლაში მოხდა. ორი შეირაღებული ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი 17 წლის, მეორე კი, 25 წლის არის, სკოლაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა თავი მოიკლეს.
სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, მათ შორის სკოლის ხუთი მოსწავლე, ასევე სკოლის ორი თანამშრომელი და ახლომდებარე მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც თავდამსხმელებმა მანქანა მოპარეს. დაშავდა სულ 17 ადამიანი.
თავდამსხმელების მოტივი ჯერ უცნობია.