ბრაზილიაში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა
ბრაზილიაში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აქციები გაიმართა სან-პაულუში, ბრაზილიაში და პორტუ ალეგრიში.
სან-პაულუში აქციაზე 3000-ზე მეტი დემონსტრანტი მივიდა.
მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს კამპანიას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.
აქციაზე მისულმა მოსახლეობამ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გააპროტესტა.
აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონაროც გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, 25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.