ბრაზილიაში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა

11:21, 08.06.2020

ბრაზილიაში, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აქციები გაიმართა სან-პაულუში, ბრაზილიაში და პორტუ ალეგრიში.

სან-პაულუში აქციაზე 3000-ზე მეტი დემონსტრანტი მივიდა.

მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს კამპანიას „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

აქციაზე მისულმა მოსახლეობამ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გააპროტესტა.

აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონაროც გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, 25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

მსგავსი