ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება
ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს გადადგომისა და ქვეყანაში მეტი ვაქცინის შემოტანის მოთხოვნით, ბრაზილიის 13 შტატის დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობს. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გამართვა 315 ქალაქშია დაგეგმილი, მათ შორის, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში – სან პაულოში.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, როზა ვებერმა ინდოეთში წარმოებული ვაქცინების შეძენის საქმეში შესაძლო დარღვევების აღმოჩენის გამო, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნებართვა გასცა.