ბრაზილიაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება
ბრაზილიაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება

ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრაზილიის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომლებმაც ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები გააპროტესტეს და ის ვაქცინების შეძენის დაგვიანებაში, ასევე პირბადის გამოყენების არასაჭიროების პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

დემონსტრანტები 500 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილს ხელისუფლების მიერ ბრაზილიელთა მიმართ ჩადენილი გენოციდის ფორმად მიიჩნევენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

დემონსტრაციები ბრაზილიის 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

19 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის პანდემიას 500 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც აშშ-ის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.