ბრაზილიაში მეორე კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, 24 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

01:35, 28.01.2019

ბრაზილიაში მეორე კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, 24 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

კაშხალი ინდუსტრიული კომპლექსის მახლობლად, დაზიანებული კაშხლიდან 50 მეტრში მდებარეობს. ქვეყნის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ გადაუღებელი წვიმის გამო, კაშხალზე წყლის დონემ სახიფათო ნიშნულს მიღწია და მასზე მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს.

26 იანვარს პირველი კაშხლის გარღვევის გამო, 37 ადამიანი დაიღუპა, 250-ს კი ამ დრომდე ეძებენ. კაშხლის გარღვევის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

მსგავსი