ბრაზილიაში მეორე კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, 24 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ბრაზილიაში მეორე კაშხლის გარღვევის საშიშროების გამო, 24 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
კაშხალი ინდუსტრიული კომპლექსის მახლობლად, დაზიანებული კაშხლიდან 50 მეტრში მდებარეობს. ქვეყნის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ გადაუღებელი წვიმის გამო, კაშხალზე წყლის დონემ სახიფათო ნიშნულს მიღწია და მასზე მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს.
26 იანვარს პირველი კაშხლის გარღვევის გამო, 37 ადამიანი დაიღუპა, 250-ს კი ამ დრომდე ეძებენ. კაშხლის გარღვევის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.