ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 61 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 386 პაციენტი
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 61 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 386 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსის 61 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 1 386 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნოემბრის შემდეგ, ბრაზილიაში კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვიან. ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა.

შაბათი ზედიზედ მეხუთე დღე გახდა, როდესაც ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 300-ს, ინფიცირების შემთხვევებმა კი, 60 000-ს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი ჯამში 10 517 232 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, პანდემიამ 254 221 ინფიცირებული პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.