ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 39 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 233 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა
ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 1 233 პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსის 39 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანას უკვე 75 000-ზე მეტი გარდაცვლილი და ორ მილიონამდე ინფიცირებული ჰყავს.
მეორედ ჩატარებული ტესტით „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს, რომელსაც ვირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა.