ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 39 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 233 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა

02:25, 16.07.2020

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 1 233 პაციენტი გარდაიცვალა და ვირუსის 39 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანას უკვე 75 000-ზე მეტი გარდაცვლილი და ორ მილიონამდე ინფიცირებული ჰყავს.

მეორედ ჩატარებული ტესტით „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს, რომელსაც ვირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა.

მსგავსი