ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 3 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 3 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 3 769 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 91 097 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 13 მილიონამდე შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 325 284 შეადგინა.