ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 23 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 23 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 23 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 452 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსით 8 511 770 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის, „კოვიდ-19“-მა 210 299 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით, ქვეყანა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს; სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი, მეორე ადგილზეა.

ბრაზილიაში იმუნიზაციის პროცესი 18 იანვრიდან დაიწყო, როდესაც ჯანდაცვის მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა – ბრიტანული „ასტრაზენეკა“ და ჩინური „სინოვაკი“ დაამტკიცა.

დატოვე კომენტარი