ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 211 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 51 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 2 394 513 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 86 449 ინფიცირებული.