ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 86 449-მდე გაიზარდა

08:39, 26.07.2020

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 211 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 51 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 2 394 513 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 86 449 ინფიცირებული.

მსგავსი