ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 ათასს უახლოვდება
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 ათასს უახლოვდება

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 60 ათასს უახლოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 1 280 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით სულ ბრაზილიაში 59 594 ინფიცირებული არის გარდაცვლილი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ბოლო დღე-ღამეში 33 846 შეადგინა. სულ ბრაზილიაში „კოვიდ-19“ გამოუვლინდა 1 402 041 ადამიანს.

ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

დატოვე კომენტარი