ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 962 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 201 460 შეადგინა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 52 035 ადამიანს დაუდასტურდა.

ამგვარად, ბრაზილიაში სულ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ რვა მილიონს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.