ბრაზილიაში კორონავირუსის 86 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 195 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 86 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 195 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 4 195 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 86 979 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 336 947 შეადგინა.