ბრაზილიაში კორონავირუსის 79 876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 286 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 79 876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 286 პაციენტი

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა – 2 286 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 79 876 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 11.2 მილიონს აჭარბებს.

ქვეყანაში პანდემიამ 270 656 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრაზილია სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.