ბრაზილიაში კორონავირუსის 77 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 966 პაციენტი
ბრაზილიაში კორონავირუსის 77 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 966 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 2 966 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 77 359 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 14 მილიონ 860 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 411 588 შეადგინა.