ბრაზილიაში კორონავირუსის 75 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 233 პაციენტი გარდაიცვალა
ბრაზილიაში კორონავირუსის 75 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 233 პაციენტი გარდაიცვალა

მეორე დღეა, ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი ორი ათასს აღემატება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 2 233 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 272 889 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 75 412 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია 11 მილიონ 277 ათასზე მეტი შემთხვევა.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ. გარდაცვლილთა მაჩვენებლით კი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.