ბრაზილიაში კორონავირუსის 71 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 076 ინფიცირებული
ბრაზილიაში კორონავირუსის 71 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 076 ინფიცირებული

გასული 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ს 3 076 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 71 137 ადამიანს დაუდასტურდა.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 14,3 მილიონზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 389 492 შეადგინა.