ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 110 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ 204 690 შეადგინა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 64 025 ადამიანს დაუდასტურდა. ბრაზილიაში სულ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ რვა მილიონ 195 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.
კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.