ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 47 784 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირეს. ვირუსს ქვეყანაში კიდევ 1 352 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის სამი მილიონ 407 ათასზე მეტი შემთხვევა. „კოვიდ-19“ ქვეყანაში ფატალური აღმოჩნდა 109 888 ადამიანისთვის.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.