ბრაზილიაში კორონავირუსის 47 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02:41, 19.08.2020

ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 47 784 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირეს. ვირუსს ქვეყანაში კიდევ 1 352 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის სამი მილიონ 407 ათასზე მეტი შემთხვევა. „კოვიდ-19“ ქვეყანაში ფატალური აღმოჩნდა 109 888 ადამიანისთვის.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსგავსი