ბრაზილიაში კორონავირუსის 37 498 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 790 ადამიანი
ბრაზილიაში კორონავირუსის 37 498 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 790 ადამიანი

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 790 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 37 498 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის თითქმის 16 მილიონზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 449 858 შეადგინა.