ბრაზილიაში ბოლო დღე ღამეში კორონავირუსი 32 091 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 739 503 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 1 272 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 38 406 შეადგინა.
როგორც პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის ბრიფინგზე განაცხადეს, „კოვიდ-19“ „განაგრძობს აგრესიულად გავრცელებას“ ბრაზილიში, პერუსა და ჩილეში.
ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.