ბრაზილიაში კორონავირუსის 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07:35, 10.06.2020

ბრაზილიაში ბოლო დღე ღამეში კორონავირუსი 32 091 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 739 503 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში გარდაიცვალა 1 272 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 38 406 შეადგინა.

როგორც პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის ბრიფინგზე განაცხადეს, „კოვიდ-19“ „განაგრძობს აგრესიულად გავრცელებას“ ბრაზილიში, პერუსა და ჩილეში.

ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსგავსი