ბრაზილიაში კორონავირუსის 30,476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 552-ით გაიზარდა
ბრაზილიაში კორონავირუსის 30,476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 552-ით გაიზარდა

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 30,476 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1,344,143-ს აღწევს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 552-ით გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხი. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს სულ 57,622 ადამიანი ემსხვერპლა.