ბრაზილიაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 983 ადამიანი
ბრაზილიაში კორონავირუსის 25 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 983 ადამიანი

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 25 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 983 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ეპიდემიამ ქვეყანაში 408 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი 15 მილიონს აღწევს.

ბრაზილიისთვის ყველაზე რთული გასული თვე აღმოჩნდა. აპრილის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 100 000 ადამიანი გარდაიცვალა.