ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაკარგულად 305 ადამიანი მიიჩნევა.
მაშველებმა ტალახის მასაში ჩაფლული ავტობუსი აღმოაჩინეს, რომლის ყველა მგზავრი დაღუპული იყო. ბრაზილიაში იმ ადამიანების ოფიციალური სია გამოაქვეყნეს, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება.
ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა, რის შემდეგაც ტალახის ნაკადმა კომპანია Vale-ს ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაფარა. ინციდენტის ადგილზე საავარიო გამაფრთხილებელი სიგნალი არ ჩაირთო. სამაშველო ოპერაცია შესაძლოა, რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.