ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაკარგულად 279 ადამიანი მიიჩნევა. გარდაცვლილთაგან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 31 პირი.
ხელისუფლებამ იმ ადამიანების ოფიციალური სია გამოაქვეყნა, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება.
ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა, რის შემდეგაც ტალახის ნაკადმა კომპანია Vale-ს ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაფარა. ინციდენტის ადგილზე საავარიო გამაფრთხილებელი სიგნალი არ ჩაირთო. სამაშველო ოპერაცია შესაძლოა, რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.