ბრაზილიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 1039 ადამიანი გარდაიცვალა

10:17, 27.05.2020

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 1039 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 16 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის სულ 391 222 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 24 512 ადამიანი.

მსგავსი