ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსის 21 432 შემთხვევა გამოვლინდა

03:03, 23.06.2020

ბრაზილიაში ერთ დღეში 21 432 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 654 ადამიანი.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1,1 მილიონი შემთხვევა. გარდაცვლილთა რიცხვმა 51 271 შეადგინა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მსგავსი