ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 100 158 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 100 158 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 100 158 შემთხვევა ერთ დღე-ღამეში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 2 777 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 12 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 301 000-ზე მეტი ადამიანი.