ბრაზილიაში დამბის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში დამბის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში დამბის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. სამაშველო ოპერაცია დაზარალებულ რაიონში ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, როგორც მინასის შტატის გუბერნატორი აცხადებს, გადარჩენილების პოვნის შანსი სულ უფრო ნაკლებია. 23 დაშავებული საავადმყოფოში რჩება. ასზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ტრაგედია ბრაზილიაში 25 იანვარს დატრიალდა. დამბის გარღვევის შედეგად წარმოქმნილმა ტალახის ტალღამ სასადილო დაფარა, სადაც დაახლოებით 300 მეშახტე იმყოფებოდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

როგორც ცნობილია, რკინის მომპოვებელ მაღაროს, სადაც ინციდენტი მოხდა, ზედამხედველობას გერმანული კომპანია TÜV Süd უწევდა. როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, მაღარო უკანასკნელად 2018 წელს შეამოწმეს და ხარვეზები ვერ აღმოაჩინეს.