ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 39 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 1 141 ადამიანი ემსხვერპლა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში კორონავირუსი უკვე 1.2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 54 971 ადამიანი კი დაიღუპა.
ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს განცხადებით, შესაძლოა,ადრე ახალი ტიპის კორონავირუსით თავადაც დაინფიცირდა.