ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 1 141 პაციენტი გარდაიცვალა

08:57, 26.06.2020

ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 39 483 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 1 141 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრაზილიაში კორონავირუსი უკვე 1.2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 54 971 ადამიანი კი დაიღუპა.

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს განცხადებით, შესაძლოა,ადრე ახალი ტიპის კორონავირუსით თავადაც დაინფიცირდა.

მსგავსი