ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 2 841 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში ვირუსი 83 926 ადამიანს დაუდასტურდა.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო სან-პაულუს შტატის გუბერნატორმა 15 მარტიდან 30-მარტამდე ღამის საათებში კომენდანტის საათი გამოაცხადა. დაიხურა სანაპიროები და პარკები, აიკრძალა სპორტული ღონისძიებები.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 11 მილიონ 603 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 282 127 შეადგინა.