ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 54 771 შემთხვევა გამოვლინდა

03:22, 20.06.2020

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 54 771 შემთხვევა გამოვლინდა. ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამგვარად, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ვირუსული ინფექციით ბრაზილიაში 1 206 ადამიანი გარდაიცვალა. სულ დაავადებას 48 954 ინფიცირებული ემსხვერპლა.

კორონავირუსის შემთხვევებითა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ.

მსგავსი