ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 55 271 შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 55 271 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 55 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1167 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსის ცხრა მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 240 940 ინფიცირებული.