ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 2 724 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 2 724 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 2 724 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლინდა ვირუსის 86 982 ახალი შემთხვევა.

მედიის ცნობით, ქვეყანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მედპერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდის. ვითარებას ამწვავებს ბრაზილიური შტამი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსის 11.7 მილიონი შემთხვევა. მათგან ვირუსს ემსხვერპლა 284 ათასზე მეტი ადამიანი.