ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 615 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს.
საერთო ჯამში, ბრაზილიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 8 536 ადამიანი.
ინფიცირებულთა რაოდენობამ ბრაზილიაში 125 218-ს მიაღწია.
ბრაზილია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.