ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 615 ადამიანი გარდაიცვალა

02:33, 07.05.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 615 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

საერთო ჯამში, ბრაზილიაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 8 536 ადამიანი.

ინფიცირებულთა რაოდენობამ ბრაზილიაში 125 218-ს მიაღწია.

ბრაზილია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

მსგავსი