ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 612 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, ქვეყენაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 43 332 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში კორონავირუსის 17 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის პერიოდში, საერთო ჯამში ბრაზილიაში „კოვიდ-19“ 867 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.