ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 612 ადამიანი გარდაიცვალა

03:00, 15.06.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 612 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, ქვეყენაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 43 332 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამეში სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში კორონავირუსის 17 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის პერიოდში, საერთო ჯამში ბრაზილიაში „კოვიდ-19“ 867 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი